მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი შუა საუკუნეების მოგზაური ქრისტეფორე კოლუმბი და მისი აღმოჩენები ცენტრალურ ამერიკაში. კოლუმბი დაიბადა საშუალო შეძლების გენუელის ოჯახში. იგი XVს-ის 70-იანი წლებიდან მონაწილებდა საზღვაო ექსპედიციებში. ვარაუდობენ, რომ 1474წ ასტრონომმა და გეოგრაფმა, პაოლო ტოსკანელიმ წერილში აუწყა მას, რომ `ინდოეთამდე შესაძლებელია მიაღწიო მოკლე საზღვაო გზით, თუ იცურებ დასავლეთით”. როგორც ჩანს, კოლუმბი უკვე ოცნებობდა ინდოეთში მოგზაურობაზე.
1476 წელს საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში. იგი ესტუმრა ინგლისს, ირლანდიასა და ისლანდიას. აქ იგი გაეცნო მონაცემებს დასავლეთის მიწების შესახებ. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია ჩემი ინტერესი. როდესაც პირველად ვეცნობოდი კოლუმბის შესახებ ინფორმაციას, დამებადა იდეა, რომ მას ბრმად არ უნდა მოსვლოდა აზრი ინდოეთისაკენ დასავლეთის საზღვაო გზის შესახებ, უნდა ჰქონოდა რაღაც ხელჩასაჭიდი. როდესაც ვნახე ვინლანდის რუკა გამიჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა რაიმე საერთო იყოს კოლუმბის მოგზაურობასა და ამ რუკას შორის. საიდან გაჩნდა რუკა? ან ვინ შექმნა იგი? მოვიძიე მასალები და დავრწმუნდი, რომ რუკის შემქმნელებად მხოლოდ და მხოლოდ ვიკინგები შეიძლება დავასახელოთ. ვინ იყვნენ ვიკინგები?ტერმინი “ვიკინგი” საქსური სიტყვიდან wic (სამხედრო ბანაკი) მოდის. არსებობს სხვა ვერსიებიც: ფრანკული წყაროები მათ NNordmanni (ჩრდილოეთის ხალხი) უწოდებენ, გერმანელები კი AAscomanni (იგივე “ეშმენ”), Aash - ნიშნავს იფანს, რადგან ვიკინგები გემებს ზოგჯერ იფნის ხისგან ამზადებდნენ. Bბიზანტიელები იცნობდნენ მათ როგორც Rhos - ბერძნული ზედსართავიდან `წითური”, მათი წითური გარეგნობის გამო, ან Varangoi სავარაუდოდ ძველ სკანდინავიური სიტყვიდან Var `ფიცი”, ვიკინგებს ტრადიცია ჰქონდათ დაედოთ ერთგულების ფიცი.ვიკინგების სამშობლო დღევანდელი შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ისინი უბადლო მხედრები იყვნენ, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, ნადირობას, ამზადებდნენ ბრწყინვალე იარაღს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად ვიკინგებს მიწები შემოაკლდათ და 790 წელს ნაწილმა სამშობლო დატოვა. მეომრები სანაპიროებს უტევდნენ, იკვლევდნენ ახალ მიწებს. ვიკინგი მეომრები 300 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ევროპელებს. მათ ჰქონდათ საუკეთესო გადასაადგილებელი საშუალება Drakkar (-ძვ. სკანდინავიურ ენაზე Drage-„დრაკონი,” kar-გემი), რომელსაც გააჩნდა როგორც ნიჩბები, ასევე აფრები. მის ცხვირზე დრაკონი იყო გამოთლილი. კორპუსი გარედან ვიკინგური მრგვალი ფარებით იყო მორთული.
დრაკარის წყალობით ვიკინგები ყველა დალაშქრული ტერიტორიის, ყველა ზღვის, ტბისა და მდინარის ბატონ-პატრონი გახდნენ. ასევე მათ ჰქონდათ ხომალდი კნარი-knar, რომელიც განსხვავებით დრაკარისაგან, აფრებით იმართებოდა და მას სკანდინავიელები შორეულმოგზაურობაში იყენებდნენ. ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისი, სადაც ვიკინგების მეფე კნუდი 1016 წელს ინგლისის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მანამდე 844წ. ვიკინგები თავს დაესხნენ ესპანეთსა და პორტუგალიას სადაც ხელახლა დაბრუნდნენ 859 წ. და სასტიკად ააოხრეს. 845 წელს ვიკინგებმა პარიზი გაძარცვეს, ისინი იყვნენ ჩრდილოეთ აფრიკაშიც, დალაშქრეს იტალიის სანაპიროები, მათ შორის ქალაქი პიზა. Aასევე ააოხრეს რუსეთის ევროპული ნაწილი. IX საუკუნეში დაიკავეს ფარერისა და ჰებრიდის კუნძულები ასევე ისლანდია. აქ მათ ალთინგის პარლამენტი დააფუძნეს, რომელიც დასავლეთის უძველესი საპარლამენტო ორგანოა. 985წ. ვიკინგმა ერიკ რაუდმა კოლონია დააფუძნა გრელანდიაში. იმავე წელს მისი შვილი ბიარნი ჰერიოლფსონი ისლანდიიდან გაემგზავრა მამასთან, მაგრამ ქარმა მის გემს მიმართულება შეუცვალა და ასცდა კუნძულს, “ბიარნი ალბათ პირველი სკანდინავიელი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკა იხილა” ნათქვამია პუბლიკაციაში. Cultural atlas of
the viking World. ვიკინგების მოგზაურობებზე საინტერესო ინფორმაციას ვგებულობთ XIIIს-ის ისლანდიური საგებიდან: “ერიკ წითურის საგა” და “გრელანდიელთა საგა”. ამ მანუსკრიპტებში აღწერილია გრელანდიის კოლონიზაცია ერიკ წითურის მიერ და მისი ვაჟების მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ლეიფ ერიქსონი ნორვეგიიდან განდევნეს და თავი გრელანდიას შეაფარა. ძმასთან ბიარნისთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 1000წ. ლეიფი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ფეხი დაადგა იმ დროისათვის უცნობ ამერიკულ მიწაზე. ლეიფ ეროქსონი გადავიდა ყინულით დაფარულ ხმელეთზე, რომელიც ერთადერთი მბზინავი ქვის ფილის მსგავსი იყო და მას ჰელულანდი დაარქვა, რაც „ქვის ფილიან მიწას” ნიშნავს. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს არის ბაფინის მიწა. ლეიფმა გზა გააგრძელა და მიადგა ტყიან მიწას, რომელსაც „მარკლანდი” უწოდა (დღევანდელი ლაბრადორი). თქმულების მიხედვით, გზა გააგრძელა. მიადგა მესამე მიწას, რომელიც მოეწონა და გამოზამთრება და სახლების აშენება გადაწყვიტა. იქ აღმოაჩინაღვინის კენკრა და ვაზი, ამიტომ მას ვინლანდი უწოდა.რა მტკიცებულებები არსებობს? დიდი ხნის განმავლობაში თქმულებაში მოყვანილი დეტალები საგონებელში აგდებდა ისტორიკოსებს. 1960წ. ნორვეგიელმა ჰეგლე ინგსადმა მეუღლესთან,
ენისთან ერთად ნიუფაუდლენდში ვიკინგთა ნასოფლარი აღმოაჩინა, რომელიც იდენტური იყო გრელანდიასა და ისლანდიაში აღმოჩენილ 1000 წლით დათარიღებულ სტრუქტურებთან და არტეფაქტებთან. „ლანს-ო-მედოუზი“ უშორეს ვიკინგურ დასახლებას წარმოადგენს ჩრდილო ამერიკაში კოლუმბის მოგზაურობამდე 5 საუკუნით ადრე. ლეიფ ერიქსონის მოგზაურობას გაუხმაურებლად არ ჩაუვლია. იგი ნორვეგიაში გაეშურა მეფესთან, რათა ნანახის შესახებ მისთვის მოეხსენებინა. 1070წ. გერმანელმა მემატიანემ ადამ ბრემენელმა დანიაში იმოგზაურა. მას მეფე სვენმა უამბო ვინლანდის შესახებ, სადაც საუკეთესო ვაზი ხარობდა. არსებობს მტკიცებულებები, რომ კოლუმბმა თავის ცნობილ მოგზაურობამდე ისლანდიაშიც იმოგზაურა, რათა იქაური წერილობითი ცნობები შეესწავლა, შესაძლოა იქ ნახა ვინლანდის რუკაც. ვინლანდის რუკა
წარმოადგენს მსოფლიოს რუკას, რომელზეც გამოსახულია ევროპა, აზიისა და
აფრიკის ნაწილი, ასევე რამდენიმე კუნძული, მათ
შორის ვინლანდი. იგი
დატანილია 28Х41სმ განზომილების პერგამენტზე, რომელსაც აწერია: ”Vinlanda Insula
a Byarno reperta et Leipho sociis”, რაც ითარგმნება, როგორც „კუნძული ვინლანდი, აღმოჩენილი მოგზაურების ბიარნისა და ლეიფის მიერ”. ლათინურად რუკის ქვემოთ აწერია მოგზაურთა მიზნები და ის, რომ ღვთის ნებით აღმოაჩინეს ახალი მიწა, რითაც გახარებულები იყვნენ და ვაზით მდიდარ მხარეს ვინლანდი უწოდეს.
ამ ტექსტზე დაყრდნობით ორმა სკანდინავიელმა მოგზაურმა ბიარნიმ და ლეიფმა 999 წელს. 493 წლით ადრე ქრისტეფორე კოლუმბამდე იმოგზაურეს ამ მიწებზე. რუკაზე დატანილი ინფორმაცია საოცრად ემთხვევა სკანდინავიურ ლეგენდებს.1957წ ბარსელონელმა წიგნით მოვაჭრემ გასაყიდად გამოიტანა „ვინლანდის რუკა” და ასლი წიგნისა „თათრების ისტორია,” რომელიც დაწერა ფრანცისკანელმა ბერმა იოანე დე პლანო კარპინიმ. (მან იმოგზაურა მონღოლეთში 1245-47წწ.). რუკა შეიძინა ამერიკელმა ლორენს უიტენმა, ხოლო მისგან 1959 იყიდა იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ხელოვნების მოყვარულმა პოლ მელონმა. მან საკვლევად მიიწვია ბრიტანეთის მუზეუმის სპეციალისტები. დაიწყო რუკის ანალიზი. მელანის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ტიტანის დიოქსიდის ნაწილაკები-ანათაზი. ზოგიერთმა მეცნიერმა ჩათვალა, რომ ანათაზი არ უნდა გამოიყენებოდეს მელანში, რომელიც დამზადებულია ნახშირბადის ფუძეზე. მკვლევარმა ჟაკლინ ოლინმა დაამტკიცა, რომ ანათაზი შეიძლება იყოს წარმოქმნილი ილმენიტის მინერალიდან, რომელიც შეიცავს ტიტანს, ეს არის რკინა-ტიტანის მინერალი, ნედლეული, რომელიც გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში რკინის სულფატის მისაღებად, რითაც აწარმოებდნენ საღებავებს. კარტოგრაფიის ისტორიის XXIII საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა კოპენჰაგენში, დანიის სამეფო ნატიფი ხელოვნების აკადემიის დოქტორმა რენე ლარსენმა განაცხადა, რომ ანათაზი შეიძლება ყოფილიყო ქვიშის შემადგენლობაში, რომელსაც ძველად აყრიდნენ ნაწერ ტექსტს, რათა ის მალე გამშრალიყო. ლარსენმა 5 წელი დაუთმორუკის შესწავლას და მისი სინამდვილის მტკიცებულებასაც მიაგნო: მან რუკაზე აღმოაჩინა პატარა ნასვრეტები, რომელიც გააკეთეს ხის მღრნელებმა. ლარსენმა ნასვრეტები აღმოაჩინა ასევე წიგნში „თათრების ისტორია”. მან ერთმანეთს შეადარა პერგამენტზე არსებული, წიგნზე არსებულს, რომელიც ერთმანეთის იდენტური აღმოჩნდა. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ეს ორი დოკუმენტი დიდხანს ინახებოდა ერთად. მეცნიერები რუკის გამოჩენის დღიდან ცდილობდნენ სიყალბის აღმოჩენას, მაგრამ პირიქით, რუკის ორიგინალობა განამტკიცა ამერიკაში აღმოჩენილმა სკანდინავიურმა ნამოსახლარმა ლანს-ო-მედოუზმა (ინგ. L’Anse aux Meadows), ქიმიური ანალიზით რუკა 1423-45წწ დაათარიღეს. “არც ერთმა ტესტმა, რომელიც ჩვენ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩავატარეთ, ვერ გამოავლინა ის რომ რუკა ყალბია” - განაცხადა რენე ლარსენმა.
ძიების პროცესში წავაწყდი კიდევ ერთ მტკიცებულებას რუნებს. იგი არის უძველესი გერმანული ანბანი, რომელიც გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპაში ძვ.წ. 100წ-დან ჩვ.წ. 1600წ-მდე. რამდენიმე ქვა რუნული წარწერებით, ნაპოვნია Aაშშ-ში, მინესოტას შტატში (კენსინგტონი) და ოკლაჰომაში. ”Kensington
Runestone” იპოვა ფერმერმა ოლაფ ოჰმანმა 1898წ. მიმდებარე ტერიტორიასთან შედარებით 50 ფუტით შემაღლებულ ადგილზე. ქვა დამარხული იყო 6 ფუტის სიღრმეზე, წარწერებით ქვემოთ და იგი ხეების ფესვებში იყო გახვეული. სამწუხაროდ, ქვა ადგილზე არ დაუტოვებიათ, ამიტომ ვერ შეძლეს მისი სიძველის დემონსტრირება ხის სიდიდის ფონზე. იგი გაგზავნეს მინესოტას უნივერსიტეტში, შემდეგ ჩიკაგოში. ცნობილია, რომ შვედეთის მეფე მაგნუსმა გააგზავნა ექსპედიცია გრელანდიაზე 1355წ, იქიდან არავინ დაბრუნებულა. შესაძლოა ეს ადამიანები იყვნენ იმ ექსპედიციიდან, რომელზედაც საუბარია კენსინგტონში აღმოჩენილ რუნებზე. ქვა თარიღდება 1362 წლით. ტექსტი იშიფრება შემდეგნაირად: “რვა გოთი და ოცდაორი ნორვეგიელი გავემართეთ დასავლეთით დასაზვერად, ვინლანდიდან ძალიან შორს. ჩვენი ბანაკი იყო ორ კლდოვან კუნძულზე, ერთი დღის სავალზე ამ ქვიდან. ჩვენ ერთი დღე ვიყავით სათევზაოდ. როცა დავბრუნდით სახლში, ვნახეთ ათი დასისხლიანებული მკვდარი ადამიანი. წმინდაო მარიამ, გვიხსენი ბოროტისაგან.” ქვის კუთხეში მდებარე წარწერაზე ვკითხულობთ: „გვყავდა ათი კაცი დატოვებული ზღვის სანაპიროზე გემების სადარაჯოდ, სანამ ჩვენ ექსპედიციიდან დავბრუნდებოდით”. ქვა ახლა მდებარეობს ალექსანდრიის „Kensington Runestone”-ს მუზეუმში. ქვის წარმოშობისა და ასაკის შესახებ შეიქმნა დიდი აზრთა სხვადასხვაობა. სენტ-პოლის კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა ოცი ქვეყნის არქეოლოგი, სკოტ უოლტერმა, ამერიკის პეტროგრაფიული სამსახურის პრეზიდენტმა ქიმიკოს ბერი ჰენსონთან ერთად 45-გვერდიანი დასკვნა დადო, დამამტკიცებელი იმისა, რომ ქვა გაცილებით ძველია, ვიდრე იგი „გამოჩნდა ასპარეზზე”. ტეხასელმა ინჟინერმა, დოქტორმა რიჩარდ ნილსენმა, რომლის ჰობიც იყო ლინგვისტური კვლევები, ერთმანეთს შეადარა XIVს-ის დოკუმენტები (რომელიც ცნობილია შვედური დიპლომების სახელით) და „Kensington Runestone”. მისი მტკიცებით წარწერა გაკეთებულია 1355-1375 წლებს შორის, როდესაც მრავალი ადამიანი დაიღუპა შავი ჭირით. სწორედ ამით ხსნის იგი ქვის წარწერას, სისხლიანი გარდაცვლილი ადამიანების შესახებ.ანალოგიური მოსაზრება აქვს ტომას რეიერსგორდს, ავტორს ნაშრომისა „Kensington Runestone”, იგი ამბობს, რომ წარწერაში მოხსენიებული „ათი კაცი დასისხლიანებული”, არ იყვნენ ინდიელთა მიერ მოკლულნი, ისინი დაიღუპნენ შავი ჭირით, რომლის რთული ფორმაც იწვევს სწრაფ სიკვდილს და პირიდან სისხლის ღებინებას.მეორე ქვა აღმოაჩინეს ოკლაჰომაში –„Heavener Runestone”H- (ციური ქვა), მასზე არის რუნული დამწერლობა. იგი იშიფრება, როგორც „Gaomedat”, რაც შესაძლოა რუნული კითხვის წესის თანახმად იყოს „G. nomedal’’- ნორვეგიული გვარი. დღეისათვის ეს ტერიტორია დაცულია და აქ ეროვნული პარკია. 1967წ. კიდევ ერთი ქვა აღმოაჩინეს
„Pontear” –თან ახლოს ოკლაჰომას შტატში.გავიდა ნახევარი საუკუნე, რაც აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტზე ვიკინგთა ათასწლოვანი ნასახლარი. მეცნიერები ეძებდნენ ახალ მასალებს, ახალ მტკიცებულებებს. არქეოლოგმა პატრიცია საზერლენდმა მიაკვლია ვიკინგთა მეორე სადგომს ამერიკის კონტინენტზე. მან აწარმოა არქეოლოგიური გათხრები ბაფინის მიწის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტანფილდის ველზე, სადაც 1960-იან წლებში არქეოლოგმა აშშ-დან, მორო მარქსველმა აღმოაჩინა რიყის ქვისგან ნაგები შენობის ნაშთი. საზერლენდის თქმით, იგი ვიკინგებს უნდა ეკუთვნოდეს. გათხრებისას საზერლენდმა აღმოაჩინა სალესი ქვები, რომლებზედაც იყო სპილენძის, რკინისა და ბრინჯაოს კვალი. ასეთი შენადნობი მზადდებოდა მხოლოდ ვიკინგების სამჭედლოებში, მაგრამ უცნობი იყო აბორიგენი ამერიკელებისათვის, რაც საზერლენდის თქმით, რეალური მტკიცებულებაა ევროპული მეტალურგიისა. 1999წ მან აღმოაჩინა თოკის ნარჩენები, რომლებიც დამზადებული იყო მატყლისაგან, რაც უჩვეულოა რეგიონისათვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ თოკი დამზადებული იყო იმ ტექნოლოგიით, რომელსაც იყენებდნენ XIVს-ის გრელანდიელი ვიკინგები. პატრიცია საზერლენდი მრავალი წელი ეძებდა სხვადასხვა მუზეუმებში საგნებს, რომლებიც შესაძლოა ვიკინგებთან ყოფილიყო დაკავშირებული. მან ბაფინის მიწიდან ლაბრადორამდე ოთხ ადგილზე მიაგნო საჭირო ექსპონატებს. 2001 წელს საზერლენდმა ტანფილდის ველზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინა: ევროპული წარმოების ონდარტის ტყავის ფრაგმენტები, ვეშაპის ულვაში, რომელსაც ვიკინგები კორდის მოსაჭრელად იყენებდნენ. ექსპედიციის წევრებმა მიაგნეს შენობის ნაშთებს, რომლებიც ნაგები იყო ევროპული სტილით წახნაგოვანი ქვებით. ტანფილდის ველზე რადიო ნახშირბადის მეთოდით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანი პერიოდულად ვიკინგებამდეც სახლობდა, მათ შორის დასახლებათა ერთი პერიოდი ემთხვევა XIV ს-ს, როდესაც ბაფინის მიწის მეზობლად, გრელანდიაზე ვიკინგები აქტიურად ეწეოდნენ მიწათმოქმედებას. მოცემულ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ამერიკის პირველ აღმომჩენებად ვიკინგები ჩავთვალოთ. ჩემს დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ოფიციალურად ამერიკის აღმომჩენად სახელდება ლეიფ ერიქსონი და მისი ღვაწლის აღსანიშნავად ამერიკის აღმოჩენის დღედ 9 ოქტომბერია მიჩნეული.
1476 წელს საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში. იგი ესტუმრა ინგლისს, ირლანდიასა და ისლანდიას. აქ იგი გაეცნო მონაცემებს დასავლეთის მიწების შესახებ. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია ჩემი ინტერესი. როდესაც პირველად ვეცნობოდი კოლუმბის შესახებ ინფორმაციას, დამებადა იდეა, რომ მას ბრმად არ უნდა მოსვლოდა აზრი ინდოეთისაკენ დასავლეთის საზღვაო გზის შესახებ, უნდა ჰქონოდა რაღაც ხელჩასაჭიდი. როდესაც ვნახე ვინლანდის რუკა გამიჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა რაიმე საერთო იყოს კოლუმბის მოგზაურობასა და ამ რუკას შორის. საიდან გაჩნდა რუკა? ან ვინ შექმნა იგი? მოვიძიე მასალები და დავრწმუნდი, რომ რუკის შემქმნელებად მხოლოდ და მხოლოდ ვიკინგები შეიძლება დავასახელოთ. ვინ იყვნენ ვიკინგები?ტერმინი “ვიკინგი” საქსური სიტყვიდან wic (სამხედრო ბანაკი) მოდის. არსებობს სხვა ვერსიებიც: ფრანკული წყაროები მათ NNordmanni (ჩრდილოეთის ხალხი) უწოდებენ, გერმანელები კი AAscomanni (იგივე “ეშმენ”), Aash - ნიშნავს იფანს, რადგან ვიკინგები გემებს ზოგჯერ იფნის ხისგან ამზადებდნენ. Bბიზანტიელები იცნობდნენ მათ როგორც Rhos - ბერძნული ზედსართავიდან `წითური”, მათი წითური გარეგნობის გამო, ან Varangoi სავარაუდოდ ძველ სკანდინავიური სიტყვიდან Var `ფიცი”, ვიკინგებს ტრადიცია ჰქონდათ დაედოთ ერთგულების ფიცი.ვიკინგების სამშობლო დღევანდელი შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ისინი უბადლო მხედრები იყვნენ, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, ნადირობას, ამზადებდნენ ბრწყინვალე იარაღს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად ვიკინგებს მიწები შემოაკლდათ და 790 წელს ნაწილმა სამშობლო დატოვა. მეომრები სანაპიროებს უტევდნენ, იკვლევდნენ ახალ მიწებს. ვიკინგი მეომრები 300 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ევროპელებს. მათ ჰქონდათ საუკეთესო გადასაადგილებელი საშუალება Drakkar (-ძვ. სკანდინავიურ ენაზე Drage-„დრაკონი,” kar-გემი), რომელსაც გააჩნდა როგორც ნიჩბები, ასევე აფრები. მის ცხვირზე დრაკონი იყო გამოთლილი. კორპუსი გარედან ვიკინგური მრგვალი ფარებით იყო მორთული.
დრაკარის წყალობით ვიკინგები ყველა დალაშქრული ტერიტორიის, ყველა ზღვის, ტბისა და მდინარის ბატონ-პატრონი გახდნენ. ასევე მათ ჰქონდათ ხომალდი კნარი-knar, რომელიც განსხვავებით დრაკარისაგან, აფრებით იმართებოდა და მას სკანდინავიელები შორეულმოგზაურობაში იყენებდნენ. ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისი, სადაც ვიკინგების მეფე კნუდი 1016 წელს ინგლისის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მანამდე 844წ. ვიკინგები თავს დაესხნენ ესპანეთსა და პორტუგალიას სადაც ხელახლა დაბრუნდნენ 859 წ. და სასტიკად ააოხრეს. 845 წელს ვიკინგებმა პარიზი გაძარცვეს, ისინი იყვნენ ჩრდილოეთ აფრიკაშიც, დალაშქრეს იტალიის სანაპიროები, მათ შორის ქალაქი პიზა. Aასევე ააოხრეს რუსეთის ევროპული ნაწილი. IX საუკუნეში დაიკავეს ფარერისა და ჰებრიდის კუნძულები ასევე ისლანდია. აქ მათ ალთინგის პარლამენტი დააფუძნეს, რომელიც დასავლეთის უძველესი საპარლამენტო ორგანოა. 985წ. ვიკინგმა ერიკ რაუდმა კოლონია დააფუძნა გრელანდიაში. იმავე წელს მისი შვილი ბიარნი ჰერიოლფსონი ისლანდიიდან გაემგზავრა მამასთან, მაგრამ ქარმა მის გემს მიმართულება შეუცვალა და ასცდა კუნძულს, “ბიარნი ალბათ პირველი სკანდინავიელი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკა იხილა” ნათქვამია პუბლიკაციაში. Cultural atlas of the viking World. ვიკინგების მოგზაურობებზე საინტერესო ინფორმაციას ვგებულობთ XIIIს-ის ისლანდიური საგებიდან: “ერიკ წითურის საგა” და “გრელანდიელთა საგა”. ამ მანუსკრიპტებში აღწერილია გრელანდიის კოლონიზაცია ერიკ წითურის მიერ და მისი ვაჟების მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ლეიფ ერიქსონი ნორვეგიიდან განდევნეს და თავი გრელანდიას შეაფარა. ძმასთან ბიარნისთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 1000წ. ლეიფი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ფეხი დაადგა იმ დროისათვის უცნობ ამერიკულ მიწაზე. ლეიფ ეროქსონი გადავიდა ყინულით დაფარულ ხმელეთზე, რომელიც ერთადერთი მბზინავი ქვის ფილის მსგავსი იყო და მას ჰელულანდი დაარქვა, რაც „ქვის ფილიან მიწას” ნიშნავს. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს არის ბაფინის მიწა. ლეიფმა გზა გააგრძელა და მიადგა ტყიან მიწას, რომელსაც „მარკლანდი” უწოდა (დღევანდელი ლაბრადორი). თქმულების მიხედვით, გზა გააგრძელა. მიადგა მესამე მიწას, რომელიც მოეწონა და გამოზამთრება და სახლების აშენება გადაწყვიტა. იქ აღმოაჩინაღვინის კენკრა და ვაზი, ამიტომ მას ვინლანდი უწოდა.რა მტკიცებულებები არსებობს? დიდი ხნის განმავლობაში თქმულებაში მოყვანილი დეტალები საგონებელში აგდებდა ისტორიკოსებს. 1960წ. ნორვეგიელმა ჰეგლე ინგსადმა მეუღლესთან, ენისთან ერთად ნიუფაუდლენდში ვიკინგთა ნასოფლარი აღმოაჩინა, რომელიც იდენტური იყო გრელანდიასა და ისლანდიაში აღმოჩენილ 1000 წლით დათარიღებულ სტრუქტურებთან და არტეფაქტებთან. „ლანს-ო-მედოუზი“ უშორეს ვიკინგურ დასახლებას წარმოადგენს ჩრდილო ამერიკაში კოლუმბის მოგზაურობამდე 5 საუკუნით ადრე. ლეიფ ერიქსონის მოგზაურობას გაუხმაურებლად არ ჩაუვლია. იგი ნორვეგიაში გაეშურა მეფესთან, რათა ნანახის შესახებ მისთვის მოეხსენებინა. 1070წ. გერმანელმა მემატიანემ ადამ ბრემენელმა დანიაში იმოგზაურა. მას მეფე სვენმა უამბო ვინლანდის შესახებ, სადაც საუკეთესო ვაზი ხარობდა. არსებობს მტკიცებულებები, რომ კოლუმბმა თავის ცნობილ მოგზაურობამდე ისლანდიაშიც იმოგზაურა, რათა იქაური წერილობითი ცნობები შეესწავლა, შესაძლოა იქ ნახა ვინლანდის რუკაც. ვინლანდის რუკა წარმოადგენს მსოფლიოს რუკას, რომელზეც გამოსახულია ევროპა, აზიისა და აფრიკის ნაწილი, ასევე რამდენიმე კუნძული, მათ შორის ვინლანდი. იგი დატანილია 28Х41სმ განზომილების პერგამენტზე, რომელსაც აწერია: ”Vinlanda Insula a Byarno reperta et Leipho sociis”, რაც ითარგმნება, როგორც „კუნძული ვინლანდი, აღმოჩენილი მოგზაურების ბიარნისა და ლეიფის მიერ”. ლათინურად რუკის ქვემოთ აწერია მოგზაურთა მიზნები და ის, რომ ღვთის ნებით აღმოაჩინეს ახალი მიწა, რითაც გახარებულები იყვნენ და ვაზით მდიდარ მხარეს ვინლანდი უწოდეს.
ძიების პროცესში წავაწყდი კიდევ ერთ მტკიცებულებას რუნებს. იგი არის უძველესი გერმანული ანბანი, რომელიც გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპაში ძვ.წ. 100წ-დან ჩვ.წ. 1600წ-მდე. რამდენიმე ქვა რუნული წარწერებით, ნაპოვნია Aაშშ-ში, მინესოტას შტატში (კენსინგტონი) და ოკლაჰომაში. ”Kensington
Runestone” იპოვა ფერმერმა ოლაფ ოჰმანმა 1898წ. მიმდებარე ტერიტორიასთან შედარებით 50 ფუტით შემაღლებულ ადგილზე. ქვა დამარხული იყო 6 ფუტის სიღრმეზე, წარწერებით ქვემოთ და იგი ხეების ფესვებში იყო გახვეული. სამწუხაროდ, ქვა ადგილზე არ დაუტოვებიათ, ამიტომ ვერ შეძლეს მისი სიძველის დემონსტრირება ხის სიდიდის ფონზე. იგი გაგზავნეს მინესოტას უნივერსიტეტში, შემდეგ ჩიკაგოში. ცნობილია, რომ შვედეთის მეფე მაგნუსმა გააგზავნა ექსპედიცია გრელანდიაზე 1355წ, იქიდან არავინ დაბრუნებულა. შესაძლოა ეს ადამიანები იყვნენ იმ ექსპედიციიდან, რომელზედაც საუბარია კენსინგტონში აღმოჩენილ რუნებზე. ქვა თარიღდება 1362 წლით. ტექსტი იშიფრება შემდეგნაირად: “რვა გოთი და ოცდაორი ნორვეგიელი გავემართეთ დასავლეთით დასაზვერად, ვინლანდიდან ძალიან შორს. ჩვენი ბანაკი იყო ორ კლდოვან კუნძულზე, ერთი დღის სავალზე ამ ქვიდან. ჩვენ ერთი დღე ვიყავით სათევზაოდ. როცა დავბრუნდით სახლში, ვნახეთ ათი დასისხლიანებული მკვდარი ადამიანი. წმინდაო მარიამ, გვიხსენი ბოროტისაგან.” ქვის კუთხეში მდებარე წარწერაზე ვკითხულობთ: „გვყავდა ათი კაცი დატოვებული ზღვის სანაპიროზე გემების სადარაჯოდ, სანამ ჩვენ ექსპედიციიდან დავბრუნდებოდით”. ქვა ახლა მდებარეობს ალექსანდრიის „Kensington Runestone”-ს მუზეუმში. ქვის წარმოშობისა და ასაკის შესახებ შეიქმნა დიდი აზრთა სხვადასხვაობა. სენტ-პოლის კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა ოცი ქვეყნის არქეოლოგი, სკოტ უოლტერმა, ამერიკის პეტროგრაფიული სამსახურის პრეზიდენტმა ქიმიკოს ბერი ჰენსონთან ერთად 45-გვერდიანი დასკვნა დადო, დამამტკიცებელი იმისა, რომ ქვა გაცილებით ძველია, ვიდრე იგი „გამოჩნდა ასპარეზზე”. ტეხასელმა ინჟინერმა, დოქტორმა რიჩარდ ნილსენმა, რომლის ჰობიც იყო ლინგვისტური კვლევები, ერთმანეთს შეადარა XIVს-ის დოკუმენტები (რომელიც ცნობილია შვედური დიპლომების სახელით) და „Kensington Runestone”. მისი მტკიცებით წარწერა გაკეთებულია 1355-1375 წლებს შორის, როდესაც მრავალი ადამიანი დაიღუპა შავი ჭირით. სწორედ ამით ხსნის იგი ქვის წარწერას, სისხლიანი გარდაცვლილი ადამიანების შესახებ.ანალოგიური მოსაზრება აქვს ტომას რეიერსგორდს, ავტორს ნაშრომისა „Kensington Runestone”, იგი ამბობს, რომ წარწერაში მოხსენიებული „ათი კაცი დასისხლიანებული”, არ იყვნენ ინდიელთა მიერ მოკლულნი, ისინი დაიღუპნენ შავი ჭირით, რომლის რთული ფორმაც იწვევს სწრაფ სიკვდილს და პირიდან სისხლის ღებინებას.მეორე ქვა აღმოაჩინეს ოკლაჰომაში –„Heavener Runestone”H- (ციური ქვა), მასზე არის რუნული დამწერლობა. იგი იშიფრება, როგორც „Gaomedat”, რაც შესაძლოა რუნული კითხვის წესის თანახმად იყოს „G. nomedal’’- ნორვეგიული გვარი. დღეისათვის ეს ტერიტორია დაცულია და აქ ეროვნული პარკია. 1967წ. კიდევ ერთი ქვა აღმოაჩინეს
„Pontear” –თან ახლოს ოკლაჰომას შტატში.გავიდა ნახევარი საუკუნე, რაც აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტზე ვიკინგთა ათასწლოვანი ნასახლარი. მეცნიერები ეძებდნენ ახალ მასალებს, ახალ მტკიცებულებებს. არქეოლოგმა პატრიცია საზერლენდმა მიაკვლია ვიკინგთა მეორე სადგომს ამერიკის კონტინენტზე. მან აწარმოა არქეოლოგიური გათხრები ბაფინის მიწის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტანფილდის ველზე, სადაც 1960-იან წლებში არქეოლოგმა აშშ-დან, მორო მარქსველმა აღმოაჩინა რიყის ქვისგან ნაგები შენობის ნაშთი. საზერლენდის თქმით, იგი ვიკინგებს უნდა ეკუთვნოდეს. გათხრებისას საზერლენდმა აღმოაჩინა სალესი ქვები, რომლებზედაც იყო სპილენძის, რკინისა და ბრინჯაოს კვალი. ასეთი შენადნობი მზადდებოდა მხოლოდ ვიკინგების სამჭედლოებში, მაგრამ უცნობი იყო აბორიგენი ამერიკელებისათვის, რაც საზერლენდის თქმით, რეალური მტკიცებულებაა ევროპული მეტალურგიისა. 1999წ მან აღმოაჩინა თოკის ნარჩენები, რომლებიც დამზადებული იყო მატყლისაგან, რაც უჩვეულოა რეგიონისათვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ თოკი დამზადებული იყო იმ ტექნოლოგიით, რომელსაც იყენებდნენ XIVს-ის გრელანდიელი ვიკინგები. პატრიცია საზერლენდი მრავალი წელი ეძებდა სხვადასხვა მუზეუმებში საგნებს, რომლებიც შესაძლოა ვიკინგებთან ყოფილიყო დაკავშირებული. მან ბაფინის მიწიდან ლაბრადორამდე ოთხ ადგილზე მიაგნო საჭირო ექსპონატებს. 2001 წელს საზერლენდმა ტანფილდის ველზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინა: ევროპული წარმოების ონდარტის ტყავის ფრაგმენტები, ვეშაპის ულვაში, რომელსაც ვიკინგები კორდის მოსაჭრელად იყენებდნენ. ექსპედიციის წევრებმა მიაგნეს შენობის ნაშთებს, რომლებიც ნაგები იყო ევროპული სტილით წახნაგოვანი ქვებით. ტანფილდის ველზე რადიო ნახშირბადის მეთოდით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანი პერიოდულად ვიკინგებამდეც სახლობდა, მათ შორის დასახლებათა ერთი პერიოდი ემთხვევა XIV ს-ს, როდესაც ბაფინის მიწის მეზობლად, გრელანდიაზე ვიკინგები აქტიურად ეწეოდნენ მიწათმოქმედებას. მოცემულ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ამერიკის პირველ აღმომჩენებად ვიკინგები ჩავთვალოთ. ჩემს დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ოფიციალურად ამერიკის აღმომჩენად სახელდება ლეიფ ერიქსონი და მისი ღვაწლის აღსანიშნავად ამერიკის აღმოჩენის დღედ 9 ოქტომბერია მიჩნეული.
Комментариев нет:
Отправить комментарий